
PARIS STORY
პარიზში მოგზაურობის სრული ორგანიზება
PARIS STORY • By Sofia
პარიზში შენი მოგზაურობის სრული ორგანიზება!
🏨 ბინა|სასტუმრო | 🚗 ტრანსფერი |
🎟️ ღირშესანიშნავი ადგილების ბილეთები
🗼ქალაქის ტური
🎢დისნეი ლენდი
🏟️PSG ბილეთები|მუზეუმი
🎇ყველა წვეულების ორგანიზება
ქორწილი|დაბადების დღე|ხელის თხოვნის ცერემონიალი|ხელის მოწერის ცერემონიალი|ნათლობა|
📸 პროფესიონალური ფოტოსესია
📞საკონტაქტო: +33 6 51 50 51 39
საიტი სამუშაო პროცესშია
PARIS STORY•შენი მეგზური პარიზში
Paris Story ჩვენ თქვენთვის ვქმნით პარიზული გამოცდილების სრულყოფილ და კომფორტულ ორგანიზებას. ჩამოსვლის პირველი წუთიდან გამგზავრებამდე, ვზრუნავთ თქვენი მოგზაურობის თითოეულ დეტალზე, რათა ყველაფერი ზედმიწევნით იყოს დაგეგმილი და უნაკლოდ შესრულებული.
ჩვენი სრული სერვისები
ჩვენ გთავაზობთ მრავალფეროვან, სპეციალურად შერჩეულ სერვისებს, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი პარიზული მოგზაურობა სრულყოფილი და დაუვიწყარი გახდეს. ჩვენი მიდგომა ეფუძნება თქვენი ინდივიდუალური სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინებას, რათა თითოეულ მოგზაურს შევთავაზოთ კომფორტული, ეფექტური და განსაკუთრებული გამოცდილება.
ტრანსფერი
კომფორტული შეუფერხებელი ტრანსფერი ჩამოსვლიდან გამგზავრებამდე.
თქვენი სურვილის შესაბამისად ვუზრუნველვყოფთ ქალაქში ავტომობილით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და თანმხლებთან ერთად გადაადგილებას.
DISNEY LAND
✨ მოინახულე Disneyland Paris — ადგილი, სადაც ზღაპრები რეალობად იქცევა!
რატომ უნდა ნახოთ დისნეილენდი?
🎢 დაუვიწყარი ატრაქციონები ყველა ასაკისთვის
🏰 ზღაპრული გარემო და ჯადოსნური შოუები
👨👩👧 იდეალური ადგილი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად
📸 უნიკალური ემოციები და მოგონებები, რომლებიც მთელი ცხოვრება დაგრჩებათ
🎟 თუ ბილეთებს 2-3 თვით ადრე შეიძენთ ჩვენთან, სპეციალური ფასდაკლებით მხოლოდ 49€-ად შეძლებთ შეძენას!
დაგეგმეთ თქვენი ჯადოსნური მოგზაურობა წინასწარ და ისარგებლეთ საუკეთესო შეთავაზები
ფოტო და ვიდეო მომსახურება
გთავაზობთ პროფესიონალურ ფოტო მომსახურებას, რომელიც თქვენი განსაკუთრებული მომენტების ლამაზად და ემოციურად აღბეჭდვას უზრუნველყოფს. ჩვენი სერვისი მოიცავს:
• ინდივიდუალური ფოტოსესია — პერსონალური და გამორჩეული კადრები თქვენი სტილისა და სურვილების შესაბამისად.
• წყვილების ფოტოსესია — სიყვარულისა და განსაკუთრებული ემოციების დასაფიქსირებლად რომანტიკულ გარემოში.
• საოჯახო ფოტოსესია — თბილი და დასამახსოვრებელი მომენტები მთელი ოჯახისათვის.
• ჯგუფური ფოტოსესია — მეგობრებთან, კოლეგებთან ან ჯგუფურ მოგზაურობებში განსაკუთრებული მოგონებების შესაქმნელად.
• სადღესასწაულო და სპეციალური ღონისძიებების ფოტოგადაღება — დაბადების დღეები, ნიშნობა, იუბილე და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები.
ჩვენი მიზანია, თითოეული კადრი თქვენი ისტორიის უნიკალურ ნაწილად ვაქციოთ.
მოგზაურობა როგორც ინდივიდუალური ისე ჯგუფური
🎒 როგორ ვითვლით მოგზაურობის ფასს?
ფასი დამოკიდებულია რამდენიმე მთავარ ფაქტორზე:
📅 დღეების რაოდენობა
🎟 სანახაობებისა და აქტივობების არჩევანი
👥 რამდენი ადამიანი მოგზაურობს ერთად
ჩვენ გთავაზობთ მოგზაურობის სხვადასხვა ფორმატს:
🏡 საოჯახო ტურები
🙋 ინდივიდუალური მოგზაურობა
👫👬 ჯგუფური ტური
ყველა პაკეტი იგეგმება თქვენი სურვილებისა და ბიუჯეტის მიხედვით, რათა მიიღოთ საუკეთესო გამოცდილება და კომფორტი ✈️🌍
მოგვწერეთ და ერთად დავგეგმოთ თქვენი იდეალური მოგზაურობა! 📩

PARIS STORY შესახებ
Paris Story თავისი საქმიანობა დაიწყო 2024 წელს, ხოლო როგორც ოფიციალური კომპანია, Paris Story ოფიციალურად ჩამოყალიბდა 2026 წელს. დამფუძნებელი სოფიო ბასილაშვილია.
კომპანია შეიქმნა პარიზის სიყვარულით, მისი სილამაზისა და კულტურის გაზიარების სურვილით. როგორც გამოცდილი ტურისტული კომპანია, ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვთავაზობთ სრულყოფილ და ყოვლისმომცველ ტურისტულ მომსახურებას, რათა თითოეულმა მოგზაურმა პარიზი კომფორტულად, მშვიდად და სიამოვნებით აღმოაჩინოს.
ჩვენი ერთგულება ხარისხისა და პროფესიონალიზმის მიმართ გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ თქვენი მოგზაურობის ყველა დეტალზე — ტრანსფერების ორგანიზებიდან და სასტუმროს დაჯავშნიდან, მუზეუმების ბილეთებითა და პირადი ესკორტის მომსახურებით დამთავრებული.
ამასთანავე, გთავაზობთ პროფესიონალურ ფოტო და ვიდეო მომსახურებას, რათა თქვენი ყველაზე ძვირფასი მომენტები და ემოციები სამუდამოდ აღიბეჭდოს. ასევე, ვეხმარებით განსაკუთრებული დღეებისა და ღონისძიებების — დაბადების დღეების, იუბილეების, რომანტიკული შეხვედრებისა და წვეულებების — ორგანიზებაში, რათა თქვენი მნიშვნელოვანი მომენტები კიდევ უფრო გამორჩეული და დაუვიწყარი გახდეს.
ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ თქვენი პარიზული ოცნება რეალობად ვაქციოთ და თითოეული მოგზაურობა განსაკუთრებულ ისტორიად გადავაქციოთ.
პარიზის საუკეთესო მომენტები, მოგონებები რომლებიც სამუდამოდ გვრჩება
რატომ უნდა იმოგზაურონ ჩვენთან ერთად?
ჩვენთან მოგზაურობა ნიშნავს არა უბრალოდ გადაადგილებას, არამედ ნამდვილ გამოცდილებას. ჩვენ ვქმნით კომფორტულ, უსაფრთხო და დაუვიწყარ თავგადასავლებს, სადაც თითოეული დეტალი დაგეგმილია თქვენი სიამოვნებისთვის. საუკეთესო მარშრუტები, მეგობრული გარემო და პროფესიონალური მომსახურება ეს ყველაფერი ერთად ქმნის იმ მოგზაურობას, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ.
ჩვენთვის რეკლამა ჩვენი მომხმარებლის შეფასებაა💞
SOPIO BASILASHVILI
Connect with us
Address
Rue Traversière, Paris, France
75012 Paris
Opening Hours
Mon - Fri: 9am - 8pm
Saturday: 10am - 5pm
Sunday: Closed
Social media